აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხეს, რომელშიც მან თქვა, რომ არჩევნებზე გამარჯვების აღსანიშნავად არის მზად, ასევე, “ადამიანების გარკვეული ჯგუფი” გაყალბებისთვის ემზადება. გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგის დასადგომად მზად არის, უზენაეს სასამართლოს მიმართოს.
ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, ჯენ ო’მელი-დილონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმების დათვლა არ შეწყდება, სანამ ყველა ხმა არ იქნება ჩათვლილი.
მან ტრამპის სიტყვებს “აღმაშფოთებელი” უწოდა.
“აღმაშფოთებელია, რადგან ეს დაუფარავი მცდელობაა, ამერიკელ ხალხის წაართვას დემოკრატიული უფლებები. ისინი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე ჩვენს ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ უცდია, წაერთმია მოქალაქისთვის ხმის უფლება საერთოეროვნულ არჩევნებში”, – თქვა მან.
მისივე შეფასებით, ვერც ბაიდენი და ვერც ტრამპი გადაწყვეტენ არჩევნების ბედს და დემოკრატიული პროცესი დასრულებამდე გრძელდება და გაგრძელდება.
ო’მელი-დილონმა ასევე თქვა, რომ თუ ტრამპი პირველი დაიწყებს სასამართლო დავას, დემოკრატებს მობილიზებული ჰყავთ იურისტების გუნდი.
ასევე, ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, შტაბი დარწმუნებულია ჯო ბაიდენის გამარჯვებაში.
“დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც პროცესი დასრულდება, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება”, – ხაზი გაუსვა მან.