თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

3-6 ნოემბერს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო პროგრამა 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლას აერთიანებს

გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინის და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120-წუთიანი კინოპროგრამები ნაჩვენები იქნება live stream-ის მეშვეობით სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით.

3 საუკეთესო ფილმს / მხატვრული / ანიმაციური / დოკუმენტური / გამოავლენს ჟიური, რომლის წევრები არიან: კინორეჟისორი თამარ შავგულიძე და კინომცოდნეები – ნენო ქავთარაძე და გიორგი რაზმაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები