„შუქით წერა და მისი ნეგატივები“ – გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია
7 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე, გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია: „შუქით წერა და მისი ნეგატივები“ ონლაინ გაიმართება.
„სიტყვა „ფოტოგრაფია“ გაჩნდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე პირველი ფოტოაპარატი და „შუქწერის“ ობიექტიც და მიოტივაციაც რადიკალურად განსხვავდებოდა თანამედროვე ფოტოგრაფიისგან.
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ფოტოგრაფიას წინ უსწრებდა სხვა სახის ფოტოგრაფია, რომელიც გარე ობიექტებისკენ კი არ მიმართავდა შუქს, არამედ შუქის მეშვეობით უხილავი და უსახო სურათების დანახვა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირდაპირი კავშირი ამ პრე-ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ფოტოგრაფიას შორის არ არსებობს, მაინც შესაძლებელია ისეთი პერსპექტივის პოვნა, სადაც ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვის სისტემა ერთმანეთთან იკვეთება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები
.
ლექციის მოსმენა შესაძლებელია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქვერდზე: Tbilisi Photography & Multimedia Museum