YOCOCU 2020 TBILISI – ონლაინკონფერენცია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, YOCOCU ITALY – ის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, 2-3-4 ნოემბერს იმართება ონლაინკონფერენცია YOCOCU 2020 TBILISI.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი კვლევის შედეგები და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება.
YOCOCU 2020 TBILISI კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის და ასევე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა კვლევრებსა და მეცნიერებს შორის პროფესიონალური კავშირების დამყარებას.
კონფერენციაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ვირტუალურად გაეცნონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს, და TravelGis-ის მობილურ აპლიკაციას, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის ტურისტული და შემეცნებითი ტურები საქართველოს ყველა კუთხეში.
ონლაინკონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://www.yococu2020.com/registration/
იხილეთ ონლაინკონფერენციის პროგრამა:
https://www.yococu2020.com/…/2020/10/ProgrammaYOCOCU2020.pdf