მიხეილ სააკაშვილი: კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ მეც გადავიტანე, მოქალაქეებს ოპოზიციის აქციაზე მისვლის არ უნდა ეშინოდეთ

“ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი, მათ შორის მეც, მსუბუქად გადავიტანე. აი, ქვეყნის დაკარგვა კი მართლა მომაკვდინებელია”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია და მოქალაქეებს არაფრის უნდა შეეშინდეთ, მათ შორის, არც ვირუსის.

„მთავარია საზოგადოების ფართო კონსოლიდაცია. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცებია, მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ბევრი ადამიანი ამბობს ამას. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიყავი ინფიცირებული და თითქმის არც გამიგია, მერე ამომიგდო ანტისხეულებზე. არ უნდა გვეშინოდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა ვატაროთ, ხელები უნდა დავიბანოთ. ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. აი, ქვეყნის დაკარგვა კი მართლა მომაკვდინებელია და თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება, იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები