ირაკლი კაკაბაძე – სააკაშვილს: შენი კარიერის წინ წაწევისთვის საქართველოს პირველ პრეზიდენტს უკვე 1992 წლის იანვარში დიქტატორობას აბრალებ და მერე ნებისმიერ ქართველს თვალებში როგორ უყურებ
საქართველოს პირველ პრეზიდენტს სრულიად უმართებულოდ და ცილისმწამებლურად აბრალებ სამაჩაბლოში კონფლიქტის ინსპირირებას – რაც არის სრული სიცრუე დე დეზინფორმაცია, – ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისევ ცდილობს ადამიანების ცხოვრების არევას.
“კარიერისტობობა – (ღია წერილი მიშა სააკაშვილს, რომელიც გუბაზ სანიკიძის პირით საქართველოში შემოძრომას ისევ და ისევ ცდილობს).
მიშა, ისევ ცდილობ საქართველოში ადამიანების ცხოვრების არევას. 2004 წელს აღარ გავიხსენებ, როცა უმოწყალოდ მოკალი ბუტა რობაქიძე. 2005 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ზურაბ ჟვანიას მკვლელებს ხელი დააფარე. 2006 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ბარბაროსულად გაუსწორდი სანდრო გირგვლიანს. 2007 წელსაც არ გავიხსენებ, როდესაც ათასობით ადამიანი დაარბიე და მიითვისე ‘იმედის’ ტელევიზია. არც დანარჩენზე ვილაპარაკებ. მხოლოდ კარიერაზე ვილაპარაკებ, რომელიც შეიძლება ყველაზე საშინელი კრიმინალობა იყოს – თუ ის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი წყურვილით არის განპირობებული. მე ეროვნულ-გამათავისუფლებელ პოლიტიკაში ვიყავი ჩაბმული 1988-90 წლებში და ეს ჩემთვის უბედნიერესი წლები იყო, იმიტომ რომ ახლოს დგომა მომიწია მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან – და მათს ახლო თანამებრძოლებთან – რომლებმაც თავისი არაძალადორივი ბრძოლით საბჭოთა იმპერია დაანგრიეს – ზუსტადაც რომ საკუთარი არა-კარიერიზმით. მერაბ კოსტავა ამ დღეს ვერ მოესწრო, თუმცა ნიადაგი შეუმზადა ამ ყველაფერს. ზვიად გამსახურდიამ კი ამას საკუთარი კარიერაც და სიცოცხლეც შესწირა, როცა ძალიან კარგად იცოდა რას აკეთებდა. ეს იყო სწორედ თავისუფლების და სიმართლის ნამდვილი სიყვარული – და არა საკუთარი მანიაკალური კარიერის და მისკენ მავალი ცბიერი გზის. მე პოლიტიკიდან 1990 წელს წავედი, როდესაც ერთ-ერთი სერიოზული პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, რომელსაც გზა ხსნილი ჰქონდა ბევრ ადგილას და კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან. ეს იმიტომ მოხდა რომ 1990 წლის მაისში მე წავიკითხე ზვიად გამსახურდიას გენიალური ლექცია ‘საქართველოს სულიერი მისსია’, სადაც ის არაცვეულებრივად კარგად ასაბთებდა რომ საქართველოს გადაარჩენდა კრეატიული, შემოქმედებითი განვითარების გზა – პრომეთეს გზა. ამ დროს შენ საბჭოთა კგბ-ს სტრუქტურებში მუშაობდი და სწორედ იმ პრომეთეული ცივილიზაციის მტრების დავალებებს ასრულებდი ცბიერად და ორგულად – ახალგაზრდა კაცი, რომელის ოცნებაც საბჭოთა შპიონობა იყო და უცებ, იმპერიის სატრაპი პრეზიდენტობა გახდა, რომელიც საბჭოთა შპიონობაზე უარესიც იყო. 1990 წელს შენ მონაწილეობა მიიღე საბჭოთა კგბ-ს მიერ შედგენილ პრაღის ‘რეზოლუცია ნომერ 24’-ის შედგენაში, სადაც საქართველოში ყველა მომხდარი უბედურება ზვიად გამსახურდიას ბრალდებოდა. 1991 წელს კიევიდან დეზინფრომაციას აგზავნიდი საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, 1992 წელს კი უკვე სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ხუნტის ოფიციალური წარმომადგენელი გახდი უკრაინაში, რაზეც მეტყველებს 1992 წლის იანვარში პოლონელი კორესპონდენტი მარია გრაჩიკისთვის მიცემული, ინტერვიუ, სადაც ამის შესახებ პირდაპირ წერია. აი, ციტატაც შენი მაშინდელი ინტერვიუდან: “პირველ რიგში – საუბრობს მიხეილ საკაშვილი, ქართული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი (გამსახურდიას ოპოზიციის ლიდერობაც დაგიბრალებია საკუთარი თავისთვის. ყოჩაღ, მიშიკო. იკ) და დღეს, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში (აი, ‘ხუნტის ‘ოფიციალური წარმომადგენელი’ თუ იყავი უკრაინაში 1992 წლის იანვარში – ეს მთლად არავინ იცოდა მარია გრაჩიკის გარდა თურმე. იკ) – ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დაასრულა, როგორც დიქტატორმა. მეორე – სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა სრულ უფლებამოსილებებს მიუხედავად მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრულისა…” ამის მერე ამ შენი ინტერვიუდან ბევრი ასეთი ‘მარგალიტის’ ციტირება შეიძლება – მაგრამ ამ ჯერზე აქ გავჩერდები. სამარცხვინო კაცი ხარ, მიშა. იმიტომ კი არა რომ 1992 წელს შეიძლება 25 წლის ახალგაზრდა კაცს შეცდომა დაეშვა და ეს სისულელეები ელაპარაკა – არა! სამარცხვინო კაცი იმიტომ ხარ რომ ხარ პათოლოგიური მატყუარა – ჯერ ამ ინტერვიუში რომ წარმოაჩენს საკუთარ თავს გამსახურდიას ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად (თუ ეს მართალია, მაშინ ეგ მოსანანიებელი გქონია დიდი ხნის წინ – რაც არ გაგიკეთებია) – არამედ იმიტომ რომ შენს შემდგომ ინტერვიუებში თავს წარმოაჩენდი, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. ანუ მარია გრაჩიკთან გამსახურდიას მოწინააღმდეგე ხუნტის ერთ-ერთი ლიდერი იყავი – და 2000 წლის კარიერისტობობის მიზნებისთვის უკვე ეროვნული მოძრაობის ლიდერიც გახდი. ეს არის ზუსტად ის შენი ცბიერი ქოსა ტყუილობა, რომელიც მხოლოდ მანიაკ კარიერისტებს შეუძლიათ – იმისათვის რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. შენი კარიერის წინ წაწევისთვის საქართველოს პირველ პრეზიდენტს უკვე 1992 წლის იანვარში დიქტატორობას აბრალებ – და მერე ეკა ხერხეულიძეს ან ბოცო წიკლაურს ან ნებისმიერ სხვა ქართველს თვალებში როგორ უყურებ, როცა იცი რომ ეს აშკარა ტყუილია, სწორედ იმ კრემლის ინსპირირებული, რომელსაც ვითომ ახლა შენ ებრძვი (მისივე გამოზრდილი შპიონი-პრეზიდენტი). 1992 წლის აქტი თურმე ‘არ ყოფილა სახელმწიფო გადატრიალება’ – შე უსინდისო მართლა უზურპატორო. უზურპატორობა რასაც ჰქვია – ეს შენ გაქვს ჩადენილი და ამას კიდევ ზვიად გამსახურდიას აბრალებ?.. შე უნამუსო კაცო, და მერე უსირცხვილოდ ამბობ: ‘გამსახურდიას ხელიუსფლებისგან ჩამოშორების შემდეგ შეწყდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ბრძოლები, რომელიც პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული.” მართლა? და ეს იგივე არ არის ვინმემ დაგაბრალოს 2008 წელს ომის დაწყება სამაჩაბლოში? შენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს სრულიად უმართებულოდ და ცილისმწამებლურად აბრალებ სამაჩაბლოში კონფლიქტის ინსპირირებას – რაც არის სრული სიცრუე დე დეზინფორმაცია. ახლა, ყანყრატო-გამომშრალი გადმომდგარხარ და სხვებს სდებ ბრალს – სამაჩაბლოში ომის დაწყება საქართველოს დააბრალესო – და ეს შენ თვითონ გაგიკეთებია პირველს 1992 წლის იანვარში, როგორც ზვიად გამსახურდიას ‘ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს’. სინდისიც კარგი საქონელიაო, ნათქვამია – მაგრამ საქონელს სინდისი სადა აქვსო – ეგეც ნათქვამია. და საუბედუროდ ეს ნათქვამი შენ გეხება, ჩემო მიშა.
ამ შენი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ საქართველოში ბრუნდები 1992 წელს და უკვე იმავე წლის აპრილში აღარ ხარ ‘საქართველოს ოფიციალური მთავრობის წარმომადგენელი უკრაინაში’ და ხარ ‘ქარტია 91-ის’ ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომისიის წევრი (აქაც დიდი თანამდებობა გიშოვნია, როგორც წარჩინებულ კარიერისტობობას) და წერ ასევე სამარცხვინო წერილს იმის შესახებ თუ როგორ აფუჭებდნენ ‘წინა მმმართველები’ ეთნიკურ ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან და როგორ გამოასწორებს მათ ხუნტა. თუმცა იმავე წლის აგვისტოში იწყბა ომი აფხაზეთში და ამავე დროს, როცა შენ ამ სამარცხვინო პასკვილებს წერ ხუნტა ტეროროსტულ ოპერაციებს ატარებს თბილისშიც, სამეგრელოშიც და მთელს საქართველოშიც. შენი მთავარი იარაღი ისევ ტყუილია – და ამიტომ ხარ შენ სამარცხვინო ადამიანი, რომელიც თავისი მანიაკალური კარიერისთვის ყველაფერზე წამსვლელია. მთელი შენი ცხოვრება არის სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც გაჯერებულია საქართველოს ღალატით – საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის ტალახის სროლით და მერე უკვე მისი სახელის გამოყენებით.
შენ არ ხარ საქართველოს მოქალაქეობის ღირსი, მიშა – შენ ხარ მოღალატე და ქოსა ტყუილა კარიერისტობობა!
შენნაირ ნაძირლებს რომ უყურებს ადამიანი, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს პოლიტიკაში – და მეც სწორედ ამიტომ არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას 1990 წლის შემდეგ – მადლობა ღმერთს! ზუსტად მაგ წელს დაიწყე შენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც დღესაც აგრძელებ შენი პათოლოგიური ტყუილებით!
ღმერთმა მშვიდობა მოგცეს იქ, სადაც ხარ – თუმცა მე ღრმად მეპარება ეჭვი რომ შენ ეს მშვიდობა გინდა,”- წერს ირაკლი კაკაბაძე.