თურქეთის ქალაქ იზმირში 30 ოქტომბრის მიწისძვრას გადარჩენილი კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
3 წლის აიდა გეზგინი მაშველებმა ნანგრევებიდან 91 საათის ყოფნის შემდეგ ცოცხალი ამოიყვანეს.
გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების მინისტრმა, მურატ ქურუმმა განაცხადა, რომ აიდა გეზგინი, რომელიც კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას საავადმყოფოში გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მაშველებმა კიდევ ერთი, 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 1000-მდე ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი 79 -მდე გაიზარდა.
იზმირში ამ დრომდე მიმდინარეობას სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები.