დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე – ჩვენ მაინც მოგვაცილონ ამ მავნებლების ფინანსური შენახვის „საპატიო” მისია

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციას „იეჰოვას მოწმეთა” სექტას ადარებს და განმარტავს, რა მსგავსებაა მათსა და დღევანდელ ოპოზიციას შორის.

როგორ ქართველიშვილი განმარტავს, იეღოველები არ სცემენ პატივს ძირითად სახელმწიფოებრივ ატრიბუტებს – დროშას, ჰერბს, ჰიმნს, პრეზიდენტს და ა. შ. ოპოზიცია არ სცემს პატივს ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტებს, პრეზიდენტს, პარლამენტს და ამომრჩეველს.

„ალბათ გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ და იბულინგებოდნენ საქართველოში „იეღოვას მოწმეთა” სექტის მიმდევრები. მერე მიღებული კანონის ფარგლებში, იურიდიულ პირად გატარდნენ და ამ დევნის ტალღაც რაღაცნაირად ჩაცხრა. ატარებენ შაბათობით თავის სამლოცველ სახლებში თავის მსახურებებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე.

ამ დროს, რაში გამოიხატება მათი პრობლემა სახელმწიფოსთვის და რა მსგავსებაა მათსა და დღევანდელ ოპოზიციას შორის? იეღოველები არ სცემენ პატივს ძირითად სახელმწიფოებრივ ატრიბუტებს – დროშას, ჰერბს, ჰიმნს, პრეზიდენტს და ა. შ. ოპოზიცია არ სცემს პატივს ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, ამომრჩეველს.

იოღოველებს ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება – და ამით ჩვენს ოპოზიციაზე უფრო პატიოსნად იქცევიან. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სუბიექტების სახით, იკვებება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, ბიუჯეტიდან ავსებენ თავის პარტიულ და წინასაარჩევნო ყულაბებს, შემდგომ იეღოველებივით, უარს აცხადებენ თავის სადეპუტატო მოვალეობების შესრულებაზე, თუმცა არა სადეპუტატო პრივილეგიებზე უარის თქმის ხარჯზე (ხელფასი, თანამდებობა, სამსახურებრივი მანქანა, მივლინებები, იარაღის ტარების უფლება და ა.შ.).

იეღოველები უარს აცხადებენ სამშობლოს დაცვაზე იარაღით ხელში, არ მსახურობენ ჯარში და ომის პირობებში, მოწინააღმდეგის პოტენციურ „მეხუთე კოლონას” წარმოადგენენ. ოპოზიციური „გირჩი” თავის სექტანტებს 30 ვერცხლის საფასურად (ცნობა 30 ლარი ღირს) იურიდიულად უფორმებს უარს საკუთარ ეკლესიაზე, სამშობლოზე, მოქალაქეოვრივ ვალდებულებებზე.

და აი ეს მავნებლები დღეს „აშინებენ” საზოგადოებას, რომ თავის პარაზიტულ საქმიანობას ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე სახლებიდან ან ქუჩიდან გააგრძელებენ? მოვუწოდებ აწ უკვე დერატიზირებული ახალი მოწვევის პარლამენტის პოზიციებიდან, ჩვენ მაინც მოგვაცილონ ამ მავნებლების ფინანსური შენახვის „საპატიო” მისია!”, – წერს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები