“პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
„იმ აქციებზე, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ყველა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავიცვათ წესი. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველამ დავიცვათ ის წესი, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ჩვენთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.