“დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1,38. ამ დროისთვის არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები გვექნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე “ლოქდაუნის” გამოცხადებაზე საუბარი არ ყოფილა.
„დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1,38. ამ დროისთვის არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, მაგრამ არანაირ ,,ლოქდაუნსა,, და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი საბჭოზე არ გვქონია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.