შეხვედრა გელა კანდელაკთან

3 ნოემბერს, 20:00 საათზე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ონლაინშეხვედრას მართავს თეატრის და კინოს რეჟისორთან,  გელა კანდელაკთან.
საუბრის თემა: „კინო, თეატრი და მუსიკა”.  გელა კანდელაკი ისაუბრებს თეატრსა და კინოში მუსიკის როლის მისეულ ხედვაზე.
მსურველს შეუძლია, ჩაერთოს დისკუსიაში, დაუსვას მას შეკითხვები.
გელა კანდელაკი – თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი. ხელის ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა-გაგრას“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

შეხვედრის ბმული:
https://meet.google.com/dvu-gwcq-qdu

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები