ტრამპი ევროპის ქვეყნებს ახალი “ლოქდაუნის” გამო აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ის მკაცრი შეზღუდვები გააკრიტიკა, რომლებიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გამოცხადდა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში.

როგორც CNN იტყობინება,  ტრამპმა თქვა, რომ შეზღუდვები არაეფექტურია მაშინ, როდესაც დაავადების რიცხვი მატულობს როგორც ევროპაში, ისე – აშშ-ში.

“ევროპამ დრაკონული შეზღუდვები დააწესა, მაგრამ დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მატულობს. დაფიქრდით ამაზე – დრაკონული. ახლა იმავეს აკეთებენ. რას აკეთებენ ისინი? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი მათ. მაგრამ ისინი ევროპის ნაწილებს კეტავენ”, – თქვა ტრამპმა მიჩიგანში ამომრჩევლის წინაშე გამოსვლის დროს.

მკაცრი   ,,ლოქდაუნი,, იმ ქვეყნებში წესდება, სადაც ვირუსს ყველაზე ცუდად ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები