აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიას არჩევნებში გამარჯვება მოულოცა

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა, ალი ასადოვმა კოლეგა გიორგი გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

​აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ არჩევნებში გამარჯვება არის ქართველი ხალხის მაღალი შეფასების გამოხატულება მმართველი პარტიის წარმატების მუშაობის მიმართ.

ასევე, აღინიშნება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის მრავალმხრივი მუშაობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები