არჩევნების მეორე ტური 16 ოლქში იმართება – ხმების 100% დათვლილია
ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებულიც.
პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდობა ცესკო-ს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის. რამდენი დეპუტატი იტყვის მანდატზე უარს, ჯერჯერობით, უცნობია.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაიმარჯვა, რითაც პარტიის მანდატების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.
16 ოლქში მეორე ტურები 21 ნოემბერს უნდა დაინიშნოს. ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება არ უნდა გადააცილოს 10 დეკემბერს.
პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვეს:
გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი – დავით სონღულაშვილი (“ქართული ოცნება”) – 52,83%, ლევან ბეჟაშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”) – 27,88%;
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე (“ქართული ოცნება”) – 50,1%, ცეზარ ჩოჩელი (”ძალა ერთობაშია”) – 33,42%;
მარნეული და გარდაბანი – ზაურ დარგალი (“ქართული ოცნება”) – 51,16%, აზერ სულეიმანოვი – 38,69%;
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა – გოგი მეშველიანი (“ქართული ოცნება”) – 55,14%, კახა ოქრიაშვილი (“ძალა ერთობაშია”) – 39,5%;
გორი და კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი (“ქართული ოცნება”) – 55,42%, ბადრი ბასიშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”) – 27,82%;
ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა – ანტონ ობოლაშვილი (“ქართული ოცნება”) – 61,79%, ვაჟა ჩიტაშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”) – 24,21%;
ახალქალაქი და ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი (“ქართული ოცნება”) – 61,47%, ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 20,02%;
ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია – გოჩა ენუქიძე (“ქართული ოცნება”) – 59,32%, დილარ ხაბულიანი (‘ძალა ერთობაშია”) – 15,91%;
საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე (“ქართული ოცნება”) – 68,86%, გიორგი კაპანაძე (“ძალა ერთობაშია”) – 14,4%;
სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი – გივი ჭიჭინაძე (“ქართული ოცნება”) – 51,02%, ნანუკა ჟორჟოლიანი (“ძალა ერთობაშია”) – 31,52%;
ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური – ვასილ ჩიგოგიძე (“ქართული ოცნება”) – 54,82%, მანუჩარ კვირკველია (“ძალა ერთობაშია”) – 22,89%;
წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა – ალექსანდრე მოწერელია (‘ქართული ოცნება”) – 52,81%, როლანდ ფიფია (ძალა ერთობაშია) – 34,37%;
ფოთი, ხობი და სენაკი – ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) – 53,52%, მურთაზ ზოდელავა (ნაციონალური მოძრაობა) – 27,53%;
ქობულეთი – ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) – 52,52%, ბონდო თედორაძე – 34,68%.
მეორე ტური იმართება
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) – 47,26%, გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) – 40,43%;
რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი – ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 47,37%, დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 32,6%;
ხაშური, ქარელი, ვარიანი, ნიქოზი, ტირძნისი, სკრისა, შინდისი – ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება) – 49,34%, ნატო ჩხეიძე (ძალა ერთობაშია) – 29,62%;
ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი – ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 49,49%, კახა გეწაძე (ძალა ერთობაშია) – 26,98%;
ქუთაისი – ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება) – 42,16%, გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 34,72%;
ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 47,91%, მალხაზ ჯალაღონია (ძალა ერთობაშია) – 36,95%;
ბათუმი – რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) – 40,97%, ლევან ვარშალომიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 37,3%;
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) – 46,26%, მიშა ბოლქვაძე (ძალა ერთობაშია) – 32,5%.
თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური იმართება. ამ ოლქებში ხმები ასე გადანაწილდა:
მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) – 44,81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) – 29,45%,
ვაკე – ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) – 42,24%, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) – 35,55%;
ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) – 43,76%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 25,01%;
გლდანი – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) – 43,88%, ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) – 42,69%;
სამგორი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) – 45,87%, ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 39,18%;
ისანი – კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) – 46,74%, ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,23%;
დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი (ქართული ოცნება) – 42,69%, ზურა ჯაფარიძე (გირჩი) – 21,09%;
საბურთალო – დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) – 43,23%, ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) – 19,16%.
ცესკომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების დათვლა დაამთავრა. ბოლო მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შედის, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება” უმრავლესობით.
ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
საქართველოს დედაქალაქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს თბილისში მეორე ტურები გაიმართება. პირველ ტურში კი ხმები ასე გადანაწილდა:
გლდანის მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს:
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია: 43,88 %
“ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან კობიაშვილი: 42,69 %
საბურთალო:
“ქართული ოცნების” კანდიდატი დავით სერგეენკო: 43,23%
ალეკო ელისაშვილი: 19,16%
სამგორი:
“ქართული ოცნების” კანდიდატი სოზარ სუბარი: 45,87%
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 39,18%
ისანი:
“ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კახიშვილი: 46,74%
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ხატია დეკანოიძე: 27,23 %
“სტრატეგია აღმაშენებლის” კანდიდატი გიორგი ვაშაძე: 13,77%
დიდუბე-ჩუღურეთი:
“ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკი: 42,76%
“გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე: 21,09%
ნაძალადევი:
“ქართული ოცნების” კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი: 43,76%
“ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი შალვა ნათელაშვილი: 25,01%.
მთაწმინდა-კრწანისი:
“ქართული ოცნების” კანდიდატი ბექა ოდიშარია: 44,81%
“ევროპული საქართველოს” კანდიდატი შალვა შავგულიძე: 29,45%
ვაკე:
“ქართული ოცნების” კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 42,24%
“ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია: 35,55 %