თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნაცებმა” ისიც გაითვალისწინეთ, რომ, როცა პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა, თქვენმა მხარდაჭერამ 10 პროცენტით დაიკლო
,,ტაბულას” დამფუძნებელი,თამარ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა 10 პროცენტით დაიკლო მას შემდეგ, რაც პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს.
,,ნაცებმა” ისიც გაითვალისწინეთ, რომ 36 პროცენტი აიღეთ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო.
როცა პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდა, თქვენმა მხარდაჭერამ 10 პროცენტით დაიკლო.
სააკაშვილისგან თავის შორს დაჭერის ტაქტიკა არათუ ,,ევროპული საქართველოსთვის”, ,,ნაცებისთვისაც” სწორია. მაგრამ თქვენი საქმე თქვენ იცით.
არაფერი პერსონალური. მხოლოდ რიცხვები”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.