მარიამ ჯაში: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
მისივე თქმით, როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე თავად არჩევნების დღეც არასამართლიანი იყო.
„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.