სტეპანაკერტში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია უწყება.

აფეთქებების ხმებს თან საგანგაშო სიგნალი მოჰყვა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ საომარი მოქმედებების დაწყებას, ასევე შედგა რამდენიმე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ორივე უხეშად დაირღვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები