მამუკა მდინარაძე: ცესკო ვერ ატვირთავდა იმ მონაცემებს, რაც უბნებიდან არ იყო გადმოგზავნილი

პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოთქმული ბრალდება ცესკოს მისამართით, რაც მონაცემების გასაჯაროვებას ეხებოდა უსაფუძვლოა, რადგან, ცესკო ვერ ატვირთავდა საკუთარ ვებგვერდზე იმ უბნების მონაცემს, რომელიც მისთვის საარჩევნო უბნიდან გადაგზავნილი არ იყო.

ამის შესახებ მდინარაძემ ცესკო-ში ცოტა ხნის წინ, თამარ ჟვანიას ბრიფინგის დროს მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. “ცესკო ვერ ატვირთავდა იმ მონაცემებს რაც უბნებიდან არ იყო გადმოგზავნილი. ეს იყო დამდგარი პროვოკაცია. “ნაცმოძრაობა” განგებ აჭიანურებდა შედეგების გაგზავნას საარჩევნო კომისიაში”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით აღნიშნულით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან.
ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ბრიფინგის დროს, ცესკოს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევრო​პული საქართველოს” წევრებმა, ბრიფინგის ჩაშლა სცადეს და უწყება სიყალბეში დაადანაშაულეს, მას შემდეგ რაც ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები