პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიაში შესული ოქმების მიხედვით იკვეთება, რომ მინიმუმ 12 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
თუმცა, კობახიძის თქმით, ნახევარზე მეტ უბანზე პარტია არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, პარტიაში ამ დროისთვის1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემია შესული და “ქართული ოცნება”, ამ ეტაპზე ხმათა 54%-ს ფლობს.
“ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა ქალაქი და რაიონი. ნახევარზე მეტ შემთხვევაში პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს, თუმცა, მინიმუმ, 12 ოლქში მეორე ტური ჩატარდება”, – აღნიშნა კობახიძემ.