ცესკოს პირველადი მონაცემები – „ქართული ოცნება” 54,72%, „ნაციონალური მოძრაობა” – 23,61 %

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ცესკო-ში მხოლოდ 1085 საარჩევნო უბნის შედეგია შესული.

მისივე თქმით, შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება უწყების ვებგვერდზე. სულ ქვეყნის მასშტაბით 3 847 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ დროისთვის შეჯამებული ოქმების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54,72%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 23,61, „ევროპული საქართველო“ – 3,99%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,32, „ლელო“ – 2,66%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46%; „გირჩი“ – 1,91%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0,92%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები