გიორგი შენგელია: მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, მივცეთ კომისიას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები

ზუგდიდში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განცხადებით, არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში იმარჯვებს.

მისივე თქმით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, თუმცა საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან.

“მე მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, მივცეთ კომისიას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შემდეგ გამოქვეყნდეს საბოლოო შედეგები, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ ჩვენმა გუნდმა პირველივე ტურში გაიმარჯვა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები