კახა კალაძე: სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების გადაბარებას სთავაზობს.
კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ.
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში“, – განაცხადა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა.
„თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა. მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.