ისნის რაიონში, საარჩევნო უბნებთან, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ აგიტაციას ეწევიან

ისნის რაიონში დილიდან საარჩევნო უბნებზე მოძრაობის „სტრატეგია აღმშენებელი“ ბრენდირებული მაგიდები შენიშნეს, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები აგიტაციას ეწევიან.

მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან ახლოს იმყოფებოდნენ და კანონით გათვალისწინებული საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.

მათი განცხადებით, საარჩევნო უბნიდან 30 მეტრში იმყოფებოდნენ და ამით კანონს არ არღვევდნენ, თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სხვადასხავა ადგილზე მოძრაობის ბრენდირებული მაგიდები საარჩევნო უბნიდან 20-25 მეტრში იდგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები