კახა კალაძე: მივიღეთ ინფორმაცია, რომ გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ზონდერჯგუფების მობილიზება ხდება

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება.

“რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ დანაშაულზე, სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რგირება ექნება”,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები