აზერბაიჯანსა და სალონიკში საარჩევნო უბნები არ იხსნება – ათენში გახსნილია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ათენში, საარჩევნო უბნები გაიხსნება, ხოლო აზერბაიჯანსა და სალონიკში კი არა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებებთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

„პანდემიასთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანას პრობლემები აქვს და დაწესებული შესაბამისი რეგულაციები. შესაბამისად, ჩვენ ვემორჩილებით იმ ქვეყნის წესებს, რომელებიც პროტოკოლის მიხედვით არის გაწერილი.
რაც შეეხება სალონიკს იქ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან გვაქვს შეტყობინება, რომ გამოცხადებულია სრული „ლოქდაუნი“, ამიტომ არ მოგვცეს ნებართვა რომ საარჩევნო უბანი გაგვეხსნა. ათენში საარჩევნო უბნები ჩვეულებრივ გაიხსნება და ქართველ ამომრჩეველს შეეძლებათ ხმის მიცემა.

აზერბაიჯანიდან, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ოფიციალურად, გვაქვს შეტყობინება, რომ არც ერთი უბანი არ გაიხსნება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები