გიორგი ვაშაძის მხარდამჭერები ისნის რაიონში საარჩევნო აგიტაციას ეწევიან (ვიდეო)
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მხარდამჭერები, ისნის რაიონში, ყოფილი მიკროძრავის ქარხნის ტერიტორიაზე საარჩევნო უბანთან ახლოს საარჩევნო აგიტაციას ეწევიან.
საარჩევნო აგიტაცია არჩევნების დღეს კანონდარღვევად ითვლება. თუმცა როგორც ,,კვირას” ჟურნალისტს აგიტატორებმა განუცხადეს, ისინი არ ფიქრობენ, რომ კანონს არღვევენ.
,,თქვენი საქმე არაა ჩვენი პირადი ინფორმაცია. არანაირ კანონს არ ვარღვევთ,” – განაცხადეს მათ.