თეა წულუკიანი: ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე “ქოცებო”, ციხეშიო

ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ,,ქოცებო”, ციხეშიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

წულუკიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ,,ქოცებო”, ციხეშიო. დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო.

დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ“, – დაწერა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები