ბოლო 24 საათში, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 684 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 351, იმერეთში – 214

ბოლო 24 საათში, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 684 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 351, იმერეთში – 214, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში – 351, იმერეთში – 214, ქვემო ქართლში – 75 შიდა ქართლში – 98, გურიაში – 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 86, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში-1 435.

სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 379 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში – 3 515 პირი, აჭარაში – 12 996, იმერეთში – 3 997″, – განაცხადა ნათია ბეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები