ნიკა მელია: არავის უნახავს არჩევნებზე მსგავსი აქტივობა, შეუძლებელია, ამხელა აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების შანსი იყოს

„არავის უნახავს მსგავსი აქტივობა. უკლებლივ ყველა უბანზე დილის 08:00 საათიდან, რვის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა მოსახლეობის უმრავლესობას, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდითაა.

„არავის უნახავს მსგავსი აქტივობა. უკლებლივ ყველა უბანზე დილის 08:00 საათიდან რვის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა აბსოლუტურ მოსახლეობის უმრავლესობას, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება გამოიხატებოდა, ჩემი მოლოდინი ასეთი იყო, არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. ამას ვხედავ მე, თვალნათლივ ვხედავ. შეუძლებელია, დილის რვის ნახევრიდან იყოს ამხელა აქტივობა და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. შანსზე ვსაუბრობთ ჯერჯერობით, ხომ? ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი, დაცინვა მთელი რვა წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა. ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა, თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომ არის ბედნიერი?! პასუხი იქნება ღირსეული, მშვიდი და უდრეკი. ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ამ ქვეყანაში ოლიგარქს არ ექნება გაქანება და ასპარეზი დღეიდან, ხვალიდან უკვე ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არა ერთი ადამიანის სურვილებს. ერთი ეს არ ყოფილა, რაც უკვე ვთქვი, პრეცედენტის სახით უბნებზე რიგები და მეორე, მე არ მახსენდება, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩი ცესკო-ში მისულიყო. ესეც ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან ქართველი ხალხის გვერდით, ქართველ ხალხთან და არჩევანს არასდროს არავის მოაპარინებენ, არ მოვაპარინებთ ქართველი ხალხის არჩევანს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები