კელი დეგნანი: აშშ აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიაროს

“დღეს ქართველი ხალხისთვის სასიხარულო დღეა. სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

ელჩი კოორდინაციას გაუწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებზე დააკვირდებიან.

„ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები