გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობას“ – ბუბა, დევი, ჟორიკა და სარიშვილი წარმოადგენენ თქვენს გუნდს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ ბუბა კიკაბიძისა და თენგიზ კიტოვანის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სიის პირველი ნომერი

„ეს კაცი არის თქვენი პოლიტიკური სახე, სიის პირველი ნომერი. ამის და ამისნაირების პოლიტიკურ მემკვიდრეებად ჩამოყალიბდით საბოლოოდ. ბუბა, დევი, ჟორიკა და სარიშვილი წარმოადგენენ თქვენს გუნდს, ეს ხალხი არიან თქვენი მთავარი პოლიტიკური აქტორები, 31-ში დარწმუნებული ვარ ხალხი წერტილს დაგისვავთ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები