ამირან გამყრელიძე: მივიღეთ 77 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც რისკჯგუფები აიცრებიან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ გუშინ 77 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო, რომლითაც რისკჯგუფები აიცრებიან.
„გუშინ ღამით 77 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში. განრიგის მიხედვით, ნოემბრის პირველ რიცხვში უნდა შემოვიდეს 110 ათასი დოზა, დღეიდან უკვე დარიგებულია და თითქმის ყველგან არის გატანილი. თავისთავად – თბილისში, დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ რაიონებშიც. ანუ წინა შემთხვევების 25 ათასი დოზიდან 13 ათასი იყო ათვისებული რისკჯგუფებზე, რომელთა შორის იყვნენ ორსულები, შიდსიანები. დღეიდან შესაძლებელია, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს ვაქცინაცია, ანუ ვინც რისკჯგუფებში არიან და ეს რისკჯგუფები რამდენჯერმე დავასახელეთ. დღეიდან განსაკუთრებით ფართო რისკჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ასევე ყველა დიაბეტიანი, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომელთაც ქრონიკული გულ-სისხლძრაღვთა დაავადებები აქვთ. ასევე აიცრებიან ქართული ჯარის ნაწილი, ასევე, პატრული და ამას გარდა არის კიდევ მცირე რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.