იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერ “თბილისოს” აფასებს. მისი თქმით, ეს იყო აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება.
“არ ვიცი რა დავარქვა, მე პირადად შოკირებული ვარ. თავისუფლების მოედანზე ოკუპირებულ ქვეყანაში ვიხილეთ მკრეხელობა, ჩვენი ჯარისკაცების, გარდაცვლილების, ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველების შეურაცხყოფა. რა განცდაც მეუფლება, ამას კარგად ასახავს, თუ ვიტყვი, რომ ეს მე აღვიქვი, როგორც აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება. მე ვფიქრობ, რომ მათ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადონ და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა ჩამოვიდეს.
ეს ადამიანი მგონი, ვერ მიხვდა, სად იყო ან დაავიწყდა, სად იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “პოსტვ-ის” ეთერში.