თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 20 მილიონი მოხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება – მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

კომპანიამ 2012 და 2016 წლებში თეთრიწყაროში წყალმომარაგების პირველი და მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები განაროცხიელა. გამრიცხველიანდა მთლიანი მოსახლოების 75 %.

თუმცა, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ქალაქში წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად, მოსახლოებას ამ პერიოდში წყალი გრაფიკით მიეწოდება. თეთრიწყაროში არსებული რეზერვუარები 1980-იან წლებშია აგებული და რეაბილიტაციას საჭიროებს.

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 32 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, თეთრიწყაროში მცხოვრები 2 200 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები