საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 906 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 37263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19810.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 285-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები