ალექსანდრე მოწერელია: მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა

აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია მარტვილში თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან ემოციური შეხვედრა მქონდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობენ ჩემი ყოფილი პედაგოგები – შაქრო ხუნწელია და შურა გარბანელიძე. ასევე, შევხვდი ჩემს კლასელებს. დღევანდელმა შეხვედრამ  მარტვილში ჩემი  ცხოვრების საუკეთესო წლები გამახსენა.

მოსახლეობაში იგრძნობა ჩემი და მმართველი გუნდის უდიდესი მხარდაჭერა. ამ ადამიანებთან არაერთხელ მქონია საქმიანი და უშუალო შეხვედრები და მომავალშიც ერთმანეთის გვერდით დგომით, მრავალ სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ”, – განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები