ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 2,5 პროცენტია, მათ გადატრიალების მოწყობისთვის რესურსი არ გააჩნიათ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არც ადამიანური და არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია რევულუციის, გადატრიალების მოწყობისთვის.

„მკაფიოდ მინდა, ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობას“არც ადამიანური, არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია არავითარი რევულუციის, გადატრიალების მოწყობის. 2,5 პროცენტია მათი რეალური რეიტინგი. კარგად ჩანს ეს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზეც. 3 ათასი სკამია დადებული მოედანზე, მაქსიმუმ 5 ათასი შეიკრიბოს და მერე გამოაცხადებენ, რომ 50 ათასი ადამიანი მივიდა. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენ ვხედავთ კომედიანტებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, დადგან პოლიტიკური სპექტაკლი. მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას“, გააცნობიეროს გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები