ხაშურის მკვიდრი: ამდენი წლის დანგრეულს რვა წელიწადში ვერავინ ააშენებდა

„შიშით აღარ ვცხოვრობთ და იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა რომელიღაცა პარტიის მაისური ჩაიცვას, აღარავინ აღარ დაუწყებს არც დაშინებას, არც დევნას და მე თავისუფლად ვსაუბრობ თქვენი კამერის წინ დღეს. ელემენტარულად, ხალხო, შიშით აღარ ვცხოვრობთ და ჩემმა შვილმა რომელიღაცა პარტიის მაისური რომ ჩაიცვას, აღარავინ აღარ დაუწყებს არც დაშინებას, არც დევნას და მე თავისუფლად ვსაუბრობ თქვენი კამერის წინ დღეს”, – ამის შესახებ ხაშურის მკვიდრი ტელეკომპანია ,,იმედთან” საუბრობს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მანამდე ხაშური არავის ახსოვდა, თუ არსებობდა საქართველოში.

„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა – მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმიტომ, რომ ამდენი წლის დანგრეულს რვა წელიწადში ვერავინ ვერ ააშენებდა და ვერც – ცხრა წელიწადში. ელემენტარულად, ხალხო, შიშით აღარ ვცხოვრობთ და იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა, თუნდაც მომწონდეს, ან რომელიღაცა პარტიის მაისური ჩაიცვას, აღარავინ აღარ დაუწყებს არც დაშინებას, არც დევნას და მე თავისუფლად ვსაუბრობ თქვენი კამერის წინ დღეს. აი ეს შეიცვალა საქართველოში, რომ ხალხს აღარაფრის აღარ ეშინია, არავინ არაფერს აღარ წაგართმევს, არავინ სახლიდან აღარ გამოგასახლებს, არავინ არაფერს აღარ გაგიყიდის. აი, ეს შეიცვალა”, –  აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები