საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები