გიორგი გახარია: მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები

“სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და, სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალურ პანდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობს, გამოიყენოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ერთად თვალ-ყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაშ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა, ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში და პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე, რაც დარჩა არჩევნებამდე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი  საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები