„ქართული ოცნება” დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
29 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ვოლსკის წარადგენს.
წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14.00 საათზე, მმართველი პარტია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სერგეენკოს წარადგენს;
17.00 საათზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბექა ოდიშარიას წარადგენს;
20.00 საათზე, მმართველი პარტია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს წარადგენს.
ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.