თაკო ჩარკვიანი: არჩევნების გაყალბება თავში არ გაივლონ, უბრალოდ, გავწვებით რუსთაველზე

“ხელისუფლება უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბება თავში არავინ უნდა გაივლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სახალხო პროტესტი მოჰყვება.

“მთელი დასავლეთი გვემხრობა. ყველას ენანება ეს სახელმწიფო, რომელმაც განვითარება შეწყვიტა. ირაკლი კობახიძე პროვოკაციული განცხადებებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, სურთ გაყალბება, სხვა შანსი არ აქვთ. მაგრამ გაყალბების ეშინიათ, რადგან სახალხო პროტესტს მიიღებენ. არ მიყვარს ცუდი შურისძიება და ბოროტება. ჩემი გულწრფელი რჩევაა, თავში არ გაივლონ, უბრალოდ, გავწვებით რუსთაველზე. ხალხი ამას არ აპატიებს. ხალხი შიმშილობს, პენსიონრები სულს ღაფავენ, ქვეყანამ განვითარება შეწყვიტა. ხელისუფლება უნდა წავიდეს”, – აღნიშნა ჩარკვიანმა​.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები