კახა კალაძე: არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ

“არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ. მინდა, გთხოვოთ, რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გამარჯვებამდე სამი დღე დარჩა.

“მინდა, ჩვენს მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს ნაძალადევის რაიონიდან მივმართო, ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. მინდა, ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ უპასუხისმგებლო კონკრეტული პოლიტიკური ძალები გარკვეული პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ, როგორც მათ ყველა არჩევნების წინ სჩვევიათ ხოლმე. მინდა, გთხოვოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს, პირიქით, მშვიდად, დინჯად, როგორც ეს სჩვევია “ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს”, ჩვენს მხარდამჭერებს, ასე სიმშვიდით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება ან კონკრეტული კანდიდატის, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები