აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, სულ მცირე, 21 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბარდაზე ადგილობრივი დროით 13:00 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა.

აღინიშნება, რომ კასეტური ბომბები სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მონაცემით, იერიშს, სულ მცირე, 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 70-მდე კი დაშავდა.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს უარყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები