მამუკა მდინარაძე: კელი დეგნანი მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შემფასებელია

“ის გზავნილები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰქონდა საზოგადოების მისამართით, ჩვენ მიერაც ყოველდღიურად ვრცელდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კელი დეგნანი მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შემფასებელია.

“ის გზავნილები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰქონდა საზოგადოების მისამართით, ჩვენ მიერაც ყოველდღიურად ვრცელდება. ჩვენი მთავარი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც ძალიან ობიექტურად უძღვება იმ პროცესს, რასაც საქართველოსთან მეგობრობა ჰქვია, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური შემფასებელია მოვლენების, ამასთან, იგივეა ჩვენი პოზიციაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კელი დეგნანის თქმით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები