„ქართული ოცნება” ნაძალადევისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ნაძალადევისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“28 ოქტომბერს, 17:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს.

20:00 საათზე მმართველი პარტია სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სოზარ სუბარს წარადგენს.

წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი  – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები