სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა გაჟღერდა

სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.

“ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო და დამანგრეველ მოვლენას ვაკვირდებით. საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ყარაბაღია, არამედ – სომხეთი და მისი მომავალი. არის თუ არა ვითარების შეცვლა, გარდატეხის შეტანა? დიახ. მაგრამ  არა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.

1. ეს მთავრობა უნდა გადადგეს და ხელისუფლება არმიას უნდა გადასცეს, ამასთან, ეს ნებაყოფლობით უნდა მოხდეს, არეულობების გარეშე, რაც დამანგრეველი აღმოჩნდება. 2. არმიამ, ხელისუფლების ხელში აღების შემდეგ, ყარაბაღთან ერთად თავდაცვის ერთიანი კომიტეტი უნდა შექმნას, სამხედრო ვითარების ლოგიკიდან გამომდინარე იმოქმედოს, უნდა უზრუნველყოს ნდობა და იმ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო სტრუქტურებთან აწარმოოს მოლაპარაკება, რომლებიც ამაში დაინტერესებული არიან.

ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დავკარგავთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები