თამარ გაბუნია: ეპიდვითარების სტატისტიკა საყურადღებოა
“ეპიდვითარების სტატისტიკა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევები დღეს ყველაზე მაღალი იყო.
“სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებას მიუთითებს. საყურადღებოა გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აჭარაში გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემთხვევები მინიმუმამდე შემცირებული იყოს როგორც აჭარაში, ასევე, ყველგან”, – აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.