თამარ გაბუნია: სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დღეიდან დაიწყო

“სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დღეს დაიწყო, საუბარია ონლაინ კონსულტაციის მოდელსა და მიმდინარე მეთვალყურეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაზღვეულ პირს, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, ადეკვატური სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„სადაზღვეო კომპანიებთან ბოლო პერიოდში აქტიური მუშაობა გვქონდა. ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა ინიცირება, მთავრობის დადგენილებაში ცვლილების, რომელიც განსაზღვრავს სადაზღვეო კომპანიების ვალდებულებებს „კოვიდთან“ მიმართებით პაციენტის ფორმირების კუთხით და იმ სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, რასაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტები იღებენ ოჯახის ექიმებისგან და ასევე შემთხვევის მართვის კუთხით. ამ მიმართულებით დღეს უკვე დაიწყო, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ონლაინკონსულტაციის მოდელსა და მიმდინარე მეთვალყურეობაზე. სხვა დანარჩენ სერვისებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ სადაზღვეო კომპანიებთან იმისთვის, რომ დაზღვეულ პირს, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისით, ისე როგორც ეს ხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები