კრებულ „დებიუტის“ წარდგენა გაიმართება

28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში,.სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის „დებიუტის” (წიგნი მეოთხე) წარდგენა გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „დებიუტის” პირველი წიგნი გამოიცა 2016 წელს, მეორე – 2018 წელს, ხოლო მესამე – 2019 წელს. მათში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები. წიგნში ასევე ჩართულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრები.

მეოთხე გამოცემამ 38 ავტორი გააერთიანა, მთლიანობაში კი პროექტმა 180-ზე მეტი ახალგაზრდა ერთმანეთს გააცნო და გააერთიანა შემოქმედი ახალგაზრდები.

პრეზენტაციაზე გამოვლინდებიან „დებიუტის“ წინა გამოცემების საუკეთესო ავტორები ნომინაციაში: ,,საუკეთესო ლექსი“, „საუკეთესო პროზა“, „საუკეთესო ესე“, ,,საუკეთესო თარგმანი“. ნომინანტებს გადაეცემათ სიგელები და ფულადი ჯილდო.

პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია სალომე კაპანაძე.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია; პროექტის პარტნიორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, აგრეთვე იქნება პირდაპირი ეთერიც, თუმცა მ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, სავალდებულოა პირბადე და დისტანციის დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები